ზოგადი
XSOUND წარმოადგენს, ონლაინ, მუსიკის სტრიმინგის სერვისს, საიტიდან მუსიკალური ფაილების ჩამოტვირთვა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს.
მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ჩამოტვირთონ .mp3 ფაილები ღია წვდომის პრინციპით, ასევე მათ შეუძლიათ რეგისტრაცია რითაც მათთვის ხელმისაწვდომი გახდება საიტის სხვადასხვა ფუნქცია.
მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ საკონტაქტო არხები მათთვის სასურველი მუსიკის მოთხოვნისათვის
მუსიკის ძებნა
თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ ნებისმიერი მუსიკა, რომელიც განთავსებულია საიტზე, ძიების ველში შეიყვანეთ სასურველი მუსიკის შემსრულებელი ან მუსიკის სახელი, ასევე შესაძლებელია ძიება მუსიკის საკვანძო სიტყვებით, ამისათვის საჭიროა ძიების ველში საკვანძო სიტყვის წინ დავწეროთ ნიშანი #
ძიება შეგიძლიათ აგრეთვე ჟანრების მიხედვით, ამისათვის შეგიძლიათ გამოყენოთ, როგორც საძიებო ველი აგრეთვე საიტის მარჯვენა სექციაში განთავსებული არსებული ჟანრები.
თქვენ შეგიძლიათ ასევე მოძებნოთ სიები და საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლები, ამისათვის უნდა გადახვიდეთ ძიების გვერდზე, საძიებო ველში საკვანძო სიტყვის ჩაწერით და Enter ღილაკზე დაჭერით.
*ქართული მუსიკის ძებნის შემთხვევაში ზუსტი შედეგისთვის სცადეთ, როგორც ლათინური ასევე ქართული ასოები, ავტორისა და მუსიკის სახელზე.
მუსიკის მოსმენა
თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ საიტზე განთავსებულ ყველა საჯარო მუსიკას უფასოდ, რეგისტრაციის გარეშე, ამისათვის არ გჭირდებათ რაიმე დამატებითი ხელსაწყო ან პროგრამული უზრუნველყოფა, მარტივად მოძებნეთ ან აღმოაჩინეთ თქვენი სასრუველი მუსიკა და დააჭირეთ მოსმენის ღილაკს.
დამატებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სია და თავი მოუყაროთ თქვენ რჩეულ მუსიკას, ამით მარტივად გექნებათ წდომა მათზე.
მუსიკის ჩამოტვირთვა
თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საიტზე განთავსებული ყველა საჯარო მუსიკა უფასოდ, რეგისტრაციის გარეშე, მარტივად ჩამოტვირთვის ღილაკზე ერთი დაჭერით.
საიტიდან ჩამოიტვერთება .mp3 ფორმატის მუსიკალური ფაილები, .mp3 ფორმატი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია და მისი გაშვება შეგიძლიათ თითქმის ყველა მუსიკალურ დამკვრელში.
რეგისტრირებული მომხმარებლები
საიტზე რეგისტრაცია თავისუფალია, რეგისტრაციას შეგიძლიათ გვერდი აუაროთ თქვენი facebook ანგარიშით ავტორიზაციის დროს, რეგისტრაციის შემდგომ თქვენ საიტის სრულფასოვანი წევრი ხდებით, შეგიძლიათ მოიწონოთ, ნახოთ სტატისტიკა, დატოვოთ თქვენი კომენტარი მუსკაზე, შექმნათ სია და ა.შ. ასევე შეგიძლიათ განათავსოთ მუსიკა (მუსიკის განთავსებისათვის დაცული უნდა იყოს შესაბამისი წესები).
მუსიკის განთავსება საიტზე
რეგისტრაციის შემდგომ ყველა მომხმარებელს ენიჭება გარკვეული რაოდენობის სივრცე იმისათვის, რომ ატვირთონ მუსიკა, რომელიც მათ სურთ, მუსიკის ატვირთვის დროს აუცილებია გათვალისწინებული იქნას ის პირობები რითაც XSOUND აწვდის მომხმარებლებს თავის სერვისს, კერძოდ ყველა .mp3 ფაილი, რომელიც აიტვირთება XSOUND-ზე უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- • .mp3 ფაილის სახელი უნდა წარმოდგებოდეს შემდეგი სახით: ავტორი - მუსიკის სახელი
- • .mp3 ფაილში შევსებული უნდა იყოს მუსიკის ავტორის ველი
- • .mp3 ფაილში შევსებული უნდა იყოს მუსიკის დასახელების ველი
- • .mp3 ფაილში შევსებული უნდა იყოს მუსიკის ალბომის ველი (თუ მუსიკა ერთადერთია ანუ სინგლი, მოცემულ ველში იწერება მუსიკის სახელი)
- • .mp3 ფაილში შევსებული უნდა იყოს მუსიკის ჟანრის ველი
- • .mp3 ფაილში შევსებული უნდა იყოს მუსიკის გამოშვების თარიღის ველი(წელი)
- • .mp3 ფაილში შევსებული უნდა იყოს ალბომში მუსიკის თანრიგის ველი, თუ ეს მუსიკა ეკუთვნის რომელიმე ალბომს
- • .mp3 ფაილში შევსებული უნდა იყოს ლირიკის სივრცე თუ მუსიკა ინსტრუმენტალია, იწერება: (Instrumental)
- • .mp3 ფაილში უნდა შეიცავდეს მუსიკის არტვორქს(Artwork) - მინიმალური ზომა: 500x500px
- • .mp3 ფაილი უნდა იყოს 320 ბიტრეიტის(kbps) - შეამოწმეთ ფაილი spek-ის საშულებით
✪ შეგიძლიათ გაეცანოთ მუსიკის განთავსების ინსტრუქციას
*მუსიკის განმეორებით ატვირთვის შემთხვევაში ეს უკანასკნელი წაიშლება.
აკრძალვები
- • საიტიდან ჩამოტვირთული .mp3 ფაილების გამოყენება შეიძლება მხოლოდ პირადი, საგანმანათლებლო მიზნისათვის, მისი საჯარო გამოყენება აკრძალულია
- • იკრძალება კონკრეტული რასის, რელიგიის, განსხვავებული აზრის შეურაცხმყოფელი კომენტარების თუ მუსიკის განთავსება საიტზე
- • იკრძალება ზედმეტად უხამსი ტექსტის შემცველი მუსიკის განთავსება საიტზე
- • იკრძალება კონტენტის შეუსაბამო კომენტარები, ე.წ სპამერობა